პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბავშვის, პრინც არჩის ნათლობა შაბათს გაიმართება. ნათლიების ვინაობა გამოცემა The Sun-მა დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, პრინც არჩის ნათლიებს შორის ერთ-ერთი ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი განიხილება, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.
ნათლიებს შორის იქნებიან ასევე მეგანის მეგობარი ბენიტა ლიტი, რომლის ქალიშვილები ჰარის და მეგანის მეჯვარეები იყვნენ,ასევე ამერიკელი მეგობარი ლინდსი როთი.
რაც შეეხება ჰარის მხარეს, ბავშვის ნათლებად სახელდებიან ჰარის ბავშვობის მეგობრები ჯეიკ ვარენი და მარკ დეიერი.
ნათლობის ცერემონია უინძორების სასახლეში 6 ივლისს გაიმართება. როგორც ცნობილია ნათლობა ვიწრო გარემოცვაში ჩატარდება და დაახლოებით 25 ადამიანი დაესწრება.
პრინცი არჩი 6 მაისს დაიბადა. ახალშობილის სრული სახელი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორია.