პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად აშშ–ში გადადიან. პრინცესა მუდმივმა დაძაბულობამ დაღალა

დასავლურ მედიაში ინტენსიურად განიხილავენ სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის და მისი მეუღლის, მეგანის თამამ გეგმავს აშშ–ში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის შესახებ. თუ ადრე ეს იდეები მხოლოდ “ჰაერში დაფრინავდა“, ზაფხულის ბოლოს, რომელიც მეგანისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, უკვე რეალურად გამოიყურება.

არადა თავიდან გეგმა სულ სხვა გვარი იყო. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსმა და ქონების მთვარმა განმკარგავმა, პრინცმა ჩარლზმა ცოლ–ქმარს ჰერეფორდშირში, უელსის საზღვართან ახლოს მამული გამოუყო. თუმცა “მიყრუებული ბრიტანული მამული“ ყოფილ მსახიობ პრინცესას არ მოეწონა. სიტუაცია ამ ზაფხულს აგორებულმა რამდენიმე სკანდალმაც გაართულა, მათ შორის თითქოს და მეგანის მეტისმეტი მფლანგველობის და მეტისმეტად გლამურული ცხოვრების წესის შესახებ, რომელიც სამეფო ოჯახის სტატუსს არ შეეფერება. როგორც მეგობრები ამბობენ, პრინცი ჰარის მეუღლე დაიღალა მუდმივი პრესინგისა და ბრიტანული პრესის კრიტიკისგან და თანაც სამშობლოც მოენატრა.

როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, ამჟამად ჰარი და მეგანი აქტიურად ეძებენ შესაფერის სახლს კალიფორნიის ქალაქ მალიბუში – ლეონარდო დი კაპრიოს და კიმ კარდაშიანის მეზობლად. ჯერ კიდევ დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წყვილი შესაძლოა მართლაც გადავიდეს ამერიკაში საცხოვრებლად.