პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა დღეს გამართულ სასამართლო  პროცესზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა. წერეთელმა განაცხადა, რომ  19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა.