პროკურატურას ბოქლომი დაადეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და შენობას ბოქლომი დაადეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ყველა შენობის დაბოქლომება მოხდება, სანამ არ  იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ადგილზე პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია, ბოქლომის დადებას  ოპოზიციის წარმომადგენლები თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაცსამართალდამცავებმა არ მისცეს.

მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის დადება მაინც შეძლო.