პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს.

„პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით დაკეტილია. თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი.

წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის საშუალებით“,- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.