პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს ინიციატივა თავდაპირველად უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოსლკიმ დააყენა. 5 წუთიანი კონსულტაციის შემდეგ კი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სხდომა ხვალ 12 საათზე განახლდებოდა.
„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს.
უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.