”გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს, იმედია, უახლოეს მომავალში გადამოწმდება”. – ფარმაცევტული კომპანია PSP პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.

“დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება”.- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  PSP-ს აფთიაქებში წამლებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება.