Publika-ს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის გამო ბრალდებულებს ₾3 000-3 000-იანი გირაო შეეფარდათ

Publika-ს  ჟურნალისტებისთვის,  ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3 000-3 000 ლარის გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს თბილისის მერის კახა კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი გუშინ, 5 მარტს წარუდგინა.

ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა.