სოფელ გურჯაანის პურის საცხობში, უგონო მდგომარეობაში მყოფი 60 და 35 წლის ორი მამაკაცი იპოვეს.ისინი მამა-შვილი აღმოჩნდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლნენ.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივემათგანი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანა.
მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მექიმები კომენტარს არ აკეთებენ. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.