9 დეკემბერს პირველად, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები პარიზში პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს. სწორედ 9 დეკემბერს შეიკრიბება პარიზში “ნორმანდიის სამიტი“.
ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული ე.წ. ნორმანდიის სამიტის მიზანი დონბასში სისხლისღვრის დასრულებაა. ხუთ წელზე მეტია უკრაინა პრო-რუს სეპარატისტებს ებრძვის დონბასის რეგიონში. ამ დაპირისპირებამ 13 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.