საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საფრთხის შემთხვევაში რუსეთის პასუხი ქმედითი და ეფექტური იქნება.
“რუსეთი არ აპირებს, პირველმა განათავსოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები ევროპაში, თუმცა ასეთი გეგმები აშშ-ს აქვს და თუ ეს მოხდება, რუსეთი იძულებული იქნება არა მხოლოდ განათვსოს, არამედ გამოიყენოს კიდეც იარაღი არა მხოლოდ იმ ტერიტორიების მიმართ, საიდანაც საფრთხე დაგვემუქრება, არამედ იმ ტერიტორიების მიმართაც, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სარაკეტო კომპლექსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი იქნება. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება ეფექტური”,ამბობს პუტინი.