„ქალებს ჭკუას ნუ ასწავლი, ხიხოვ!“,- უფლებადამცველი ბაია პატარაიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება
„ბიძინაჩემო, თუ ჩვილი გინდა დედამ გაზარდოს, გაგვიზარდეთ დეკრეტული შვებულება და შეგვინარჩუნეთ ხელფასი, ეგება და ჩვენც კი გვინდა საკუთარი პირმშოების მოვლა და აღზრდა?! 6 თვეს რომ 166 ლარს უხდით დედა-შვილს, როგორ უნდა ეყოს ეგ ფული ან დედას, ან შვილს? გიფიქრია ამაზე? არა, არ გიფიქრია, შენ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ და უბრალოდ გძულს აქტიური ქალები, გძულს პოლიტიკოსი ქალები და აქციებში მონაწილე ქალებიც გძულს.
ამიტომ ტრაკი დააყენე და ბევრს ნუ ტლიკინებ, დედაზე მეტად არ გიყვარს მათი შვილები და ქალებს ჭკუას ნუ ასწავლი, ხიხოვ!“,- წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, დედებმა ჩვილი ბავშვი თვითონ აღზარდონ.
“მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ… ემანასიპაცია მოიტანა ამან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს მემგონი აღზრდაში“,- განაცხადა ივანიშვილმა.