ნინო ფრანგულიშვილს, რომელსაც მკურნალობა და გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა დღეს გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჯგუფის „ნინო ფრანგულაშვილის გადასარჩენად“, ერთ-ერთმა წევრმა დაწერა.
თავდაპირველად დედის დახმარების თხოვნით ადამიანებს მისმა შვილმა, მარიამ იორამიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართა. ნინო ფრანგულისშვილის ოპერაციისთვის 110 000 ლარი იყო საჭირო, თუმცა სამწუხაროდ ოჯახმა ამ თანხის შეგროვება ვერ მოახერხა.