ამერიკელი მამაკაცი თაფლობის თვის დროს ვულკანის კრატერში ჩავარდა. როგორც უცხოური მედია წერს წყვილმა კლეი ჩესტეინმა და აკეიმმა ქორწილის შემდეგ თაფლობის თვის გატარება კუნძულ სენტ-კიტსზე გადაწყვიტეს. კუნძულზე ჩამქრალი ვულკანი ლიამუიგა მდებარეობს. წყვილმა გადაწყვიტა რომ ინსტრუქტორების გარეშეც ადვილად მოახერხებდნენ ჩამქვრალი ვულკანის მონახულებას სადაც ულამაზეს ხედი იშლებოდა.
როგორც მედია იტყობინება ვულკანზე ასვლისას მამაკაცს თოკი გაუწყდა და კრატერში ჩავარდა. კრატერის სიმაღლე 15 მეტრია. თუმცა მამაკაცი კრატერში არსებულ ბალახზე დაეცა. მისი მეუღლე სწრაფად და ფრთხილად ჩავიდა კრატერში და მას ამოსვლაში დაეხმარა. შემდეგ მათ იპოვეს ადგილი საიდანაც მობილური ტელეფონის კავშირი დაიჭერდა და მაშველები გამოიძახეს.
მამაკაცმა თავის ქალის ტრამვა მიიღო და ნეკნი მოიტეხა თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.