ქალს, რომელიც თვითმფრინავის კარის გაღებას ცდილობდა, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრიტანელ ქალს, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის კარის გაღებას ცდილობდა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინციდენტი დიდი ბრიტანეთი-თურქეთის რეისზე მოხდა. ბრიტანელი ქალი თვითმფრინავში კარის გაღებას ცდილობდა და ყვიროდა”ყველას მოგკლავთ”. მისი გაკავება მგზავრებმა შეძლეს. მოგვიანებით კი 24 წლის ქლოე ჰენსი დააკავეს.

სასამართლოზე 26 წლის ქლოე ჰეინსმა აღიარა, რომ თვითმფრინავში მყოფი 206 ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა და ეკიპაჟის წევრს, ჩარლი კუმბს თავს დაესხა. მისივე თქმით, მან ალკოჰოლი და მედიკამენტები ერთმანეთში აურია, რის შემდეგაც გონება დაკარგა და არაფერი ახსოვდა.