ქართული ჯგუფი “მგზავრები“ რუსული ტელეარხის, НТВ-ს საახალწლო შოუში მონაწილეობდა. მათ სიმღერა “ზეგ“ ჯგუფ აკვარიუმთან ერთად შეასრულეს.
“მგზავრები“ რუსეთში თანდათან პოპულარული ხდება. მათ 2019 წელს ამ ქვეყანაში არაერთი კონცერტი გამართეს. კონცერტები არც 20 ივნისის შემდე საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე შეუწყვიტავთ. მათ 29 ივნისს მათ სანქტ-პეტერბურგში, მუსიკისა და სპორტის საზაფხულო ფესტივალზე „Locals Only 2019“ იმღერეს. ივლისში კი მოსკოვსა და დონის როსტოვში. ჯგუფის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში რუსეთში ჩატარებული სხვა კონცერტების აფიშებიც არის და კომენტარებშიც ჩანს, რომ ისინი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობენ კონცერტებს. ერთ–ერთი ბოლო აფიშა ნოემბერში მოსკოვში გამართულ კონცერტს ეხება. კომენტარებში მაყურებელი მათ სხვადასხვა რეგიონებში ეპატიჟება, მათ შორის ოსეთშიც.