„ქართული ოცნების” მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა-გიორგი კანდელაკი

„ქართული ოცნების” მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა-გიორგი კანდელაკი- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა „ქურდული სამყაროს” გავლენის ზრდა. შევარდნაძის დროს, რომელსაც ასე მისტირის ქალბატონი წულუკიანი, ქურუდული სამყარო შეზრდილი იყო სახელმწიფოსთან. ეს „ვარდების რევოლუციამ” დაამარცხა და აღმოფხვრა. საზოგადოების დაკვეთა ის კი არ იყო, რომ ბავშვები „კანონიერ ქურდობაზე” ოცნებობდნენ, არამედ ის, რომ ციხეებში სიტუაცია გაუმჯობესებულიყო. ადმინისტრაცია რომ „მაყურებლებს” პატიმრებს აკვლევინებს, ეს არ არის გაუმჯობესება და უკეთესობა. მწვავე კონკურენციაა „ქართული ოცნების” მინისტრებს შორის, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ მაინც თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდს ღირსეულად გადაშლის ჩვენი საზოგადოება,”- განაცხადა კანდელაკმა.