“ქართული ოცნების” უმრავლესობა კიდევ ერთხელ იკრიბება

“ქართული ოცნების” უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრას ამჯერადაც დაესწრება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შაბათს გაიმართა, “ოცნების” ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი ბესელია და მისი თანამოაზრეები არ მალავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა მწვავე კომენტარებისგან ყველა თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოლო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხერხდა. სხდომაზე დასასწრებად მივიდა გედევან ფოფხაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს. შეხვედრაზე მივიდა ეკა ბესელიაც, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.