ქართველ „კანონიერ ქურდს“ კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შუშანაშვილი დამნაშავედ განზრახ მკვლელობის შეკვეთაში სცნეს. საუბარია ქართველი „კანონიერი ქურდის“, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობაზე.
ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ჯანაშიას ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობა კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა.
კახა შუშანაშვილს მკვლელობის გარდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, ფულის გათეთრებას, თაღლითობასა და საბანკო ბარათების გაყალბებას ედავებიან.
ქართველი “კანონიერი ქურდი” მარსელის ციხეში იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და კიდურების ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.