ქართველ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს ჯულია რობერტსთან ერთად კლიპში იღებენ

ქართველ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს ჰოლივუდის მსახიობთან, ჯულია რობერტსთან ერთად  Calzedonia-ს სარეკლამო რგოლში გადაიღებენ. ამის შესაებ მოდელის დედა ფეისბუქზე წერს. სარეკლამო რგოლი ივნისის ბოლოს მზად ინება. 

“Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს” – წერს მოდელის დედა ფეისბუქზე.

Calzedonia ქალის თეთრეულის პოპულარული ბრენდია. ჯულია რობერტსი უკვე წლებია ამ კომპანიის სახეა და არაერთ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.