ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი სხვა კუთხით გამოვიყენოთ და ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გუშინ “ქართული ოცნების” ოფისის წინ მომხდარ დაპირისპირებას.
“ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?
მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას”,-ამბობს კახა კალაძე.