რამდენიმე დღის წინ Ryanair-ის ინსტაგრამის გვერდს მთელი საქართველო შეესია. როგორც იცით, თბილისმა ევროპის რამდენიმე ქალაქი გაანადგურა და კონკურსში 500 ათასი ხმა აიღო, საქართველოს დედაქალაქმა ევროპის ისეთ ტურისტულ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა: რომი, პარიზი, ბარსელონა, სანტორინი. შედეგად თბილისი Ryanair’s 2020 Destination-ის გამარჯვებული გახდა.
პირველად სოციალური ქსელის მომხმარებლებს ერთიანობისკენ მოგზაურთა კლუბში ერთ-ერთმა მოქალაქემ თემო მაჩიტაძემ მოუწოდა. ერთიანობის იდეამ გაამართლა. საქართველოს მოქალაქეების ერთიანობით Ryanair-ის მენეჯერები გაოცდნენ და იდეის ავტორის სანახავად საქართველოში პირადად ჩამოვიდნენ.
“რამდენიმე დღის წინ დამირეკეს McCann Tbilisi-დან და ასე გავიცანი დღეს Ryanair-ის სოციალური მედიის მენეჯერი სტეფანი, რომელიც Top destination 2020-ში ქართველების შოკისმომგვრელი აქტიურობის გამო, სამსახურში დააწინაურეს
ფოტოზე ასახულ მომენტში, მადლობას მიხდის ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის, მის დაწინაურებაში თუ არ იცით, გეტყვით რომ ჩემდაუნებურად მე დავიწყე მთელი ეს ამბავი, რამაც თბილისის გამარჯვება გამოიწვია
სტეფანმა გასული 3 დღე საქართველოში გაატარა და მის ამ მოგზაურობაზე “მაკკენი” იღებს ვიდოს, რომელსაც მოუთმენლად ველი”-აცხადებს თემო მაჩიტაძე.
თემო მაჩიტაძე ციფრული მარკეტინგის მენეჯერია და აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.
“ვმუშაობ რამდენიმე კომპანიაში დისტანციურად, რაც საშუალებას მაძლევს რომ ვიმოგზაურო ბევრი. რადგან ოფისში არ მიწევს ჯდომა”-ამბობს თემო.