ნიუ იორკში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ ცნობილი იტალიელი სკულპტორის, მაურიციო კატელანის ცნობილი ბანანი შეჭამა, რამაც მსოფლიო მედია აალაპარაკა.
ინსტალაცია – კედელზე სკოჩით მიკრული ბანანი სახელწოდებით “კომედიანტი“ მაიამიში, არტ ბაზელის გალერეაში იყო გამოფენილი. მხატვარმა ბანანი, რომელიც 120 000 დოლარად იყო შეფასებული დამთვალიერებლის თვალწინ კედლიდან ჩამოხსნა და შეჭამა.
“ეს არის არ პერფორმანსი ჩემგან. მე მიყვარს მაურიციო კატელანის ნამუშევრები და მართლა მომწონს ეს ინსტალაცია. ის ძალიან გემრიელია“– დაწერა დათუნამ ინსტაგრამზე.
მომხდარი უცხოურმა მედიამ აქტიურად გააშუქა, მათ შორის ბიბისიმ.