დღეს 47 წლის ქემერონ დიასმა და მისმა 40 წლის მეუღლემ, ბენჯი მედენმა გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნეს. თავის ინსტაგრამ ანგარიშზე ვარსკვლავურმა წყვილმა ოჯახში მატების შესახებ განაცხადა. ქემერონმა და ბენჯიმ დაწერეს, რომ მათ გოგონა შეეძინათ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ როდის და როგორ გაჩნდა გოგონა. სავარაუდოდ წყვილმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.
“ყველას გილოცავთ ახალ წელს მედენების ოჯახის სახელით. ბედნიერები და მადლიერები ვართ, რომ ახალ ათწლეულს ჩვენი გოგონას, რადიქს მედენის დაბადების შესახებ განცხადებით ვხვდებით. მან მაშინვე დაიპყრო ჩვენი გულები და ჩვენი ოჯახი გააბედნიერა. ძალიან გვიხარია რომ ამ ამბავს გიზიარებთ, თუმცა ამავე დროს ვგრძნობთ ცხოველურ ინსტიქტს დავიცვათ ჩვენი პატარას ცხოვრება. ასე რომ, არ გამოვაქვეყნებთ ბავშვის ფოტოებს და არ გავამხელთ არანაირ დეტალს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ის ძალიან საყვარელია“ – წერს წყვილი.
შეგახსენებთ, რომ დიასის და მედენის რომანი 2014 წელს დაიწყო. 2015 წელს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ინტერვიუებში დიასი ხშირად აღიარებდა, რომ გათხოვებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ოჯახის გამო სამსახიობო კარიერასაც კი დაანება თავი.
პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები ქემერონ დიასის ფეხმჯიმობის შესახებ. ამბობდნენ, რომ მან ჰორმონალური თერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, რათა დამხმარე რეპროდუქტიული თერაპიის წყალობით დაორსულებულიყო, თუმცა ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. საბოლოოდ სავარაუდოდ მისი შვილი სუროგატმა დედამ გააჩინა.