ქობულეთში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა


ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას TV25-ი ავრცელებს.  მგარდაცვლილებს შორის არის  2 თვის ბავშვი.

35 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ჩვილი კი  სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.