ქობულეთში, ეზოში ნარჩენების დაწვისას, 70 წლის მამაკაცს ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ჭახათში 70 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 70 წლის მამაკაცისსაკუთარ სახლთან  ნარჩენების დაწვისას,  ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.