ქუთაისში, სავარაუდოდ, მეტეორის ნატეხის ჩამოვარდნის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით იძიებს.
სავარაუდო მეტეორის ჩამოვარდნაზე თავდაპირველად ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Primetime-მა გაავრცელა. გამოცემას თვითმხილველმა უამბო, რომ “გავარვარებული მეტეორის ნატეხი” მის გვერდით დაეცა.