ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმაში საკრებულოს მოქმედი დეპუტატები მონაწილეობდნენ (ფოტოები)

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმაში საკრებულოს მოქმედი დეპუტატები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას და საჯარო მოხელეთა ვინაობას “ტვ პირველი” ავრცელებს.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდნენ ქუთაისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები: იმედა საღინაძე, კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. მერიის თანამშრომლები კახა ხუჯაძე, თემურ ვაშაკიძე, გივი კონწლიაშვილი და სხვა საჯარო მოხელეები.

შეგახსნებთ 29 ნოემბერს  ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. 

{{PHOTOGALLERY}}