“როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
“ჩვენ ვმოქმედებდით პანდემიის რეჟიმის რეჟიმში,ჩვენ შევქმენით უწყებათაშორისი საბჭო ეს იყო 28 იანვარს როცა ჯერ შემთხვევა არ გვქონია. გუშინ ჩვენ ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს ჩვენ აშკარად გვაქვს რისკი შიდაგადაცემის.რაც ნიშნავს,რომ ჩვენ ახალ რეჟIმზე უნდა გადავიდეთ.აქ სხვა მენეჯმენტია ჩასართავი.
როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ამისთვის ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, მოქალაქეებს არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება სულ სხვა იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – განაცხადა გახარიამ.