მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსს უძღვნის საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სწრაფი ტესტების შემოტანის პრობლემას. მისი აზრით, ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ასეთი პრობლემა არ იარსებებდა. გვარამია ივანიშვილის და სააკაშვილის მმართველობის სტილის შედარებასაც აკეთებს და თვლის, რომ ქვეყანას გამბედავი კრიზისმენეჯერი სჭირდება:
“პანდემიის დროს, პანდემიის დასამარცხებელი საშუალებებზე ფულის გაკეთება – ასეთი აბსურდი გაგიგიათ?
ხოდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შესაძლოა ქვეყნის გადასარჩებად გადამწყვეტი ტესტები ვერ ჩამოაქვს მთავრობას, იმიტომ რომ ვერ გადაწყდა, ამაზე ვინ გააკეთოს ფული, ივანიშვილის რომელმა კლასტერმა (უნდა მეხსენებინა ეს სიტყვა უეჭველი ).
ამაზე პიზდეცი გაგიგიათ? მე არა.
რაც არ უნდა თქვათ მთავრობაზე, სადაც მეც ვიყავი, ანუ ნაცებზე, ის მაინც ხომ ყველამ ვიცით (ღრმა ქოცებმაც იციან), რომ მსგავსი რამ მაშინ არ მოხდებოდა? გუშინწინ ჩამოიტანეთ ტესტებიო, იტყოდა სააკაშვილი. არ მაინტერესებს არის თუ არა, რა ღირს, ვის აქვს, – ჩამოიტანეთ ხვალ კი არა, გუშინწინო. აი ავტორიტარობის ნიშნები რომ ქონდა, ის სააკაშვილი. იცოდა კრიზისების დროს მუშტების ბრახუნი და ყვირილი, ვადასტურებ. ეგ იყო მისი “ავტორიტარობის” მთავარი ხაზი. სამაგიეროდ მისი მთავრობა კრიზისების მოგვარებაში შეუდარებელი იყო. მოკლედ, იტყოდა გუშინწინო, ყველანი სიკვდილის პირას მივიდოდით მუშაობით და ტესტები იქნებოდა გუშინწინ, როგორც იყო ნათქვამი. რა ფულის გაკეთება, საერთოდ რა თემაა და პადემიის დროს ხო საერთოდ. მე, სააკაშვილის მინისტრს, ეს რას ნიშნავს, საერთოდ ვერ ვიგებ. ვინც იგებს და მით უმეტეს აკეთებს, ის რომ მთავრობაშია, ეს უმძიმესი კატასტროფაა. უმძიმესი.
მორალი: ავტორიტარი არის ბიძინა. სააკაშვილი იყო ე.წ. სტრონგ მენი. დიდი დავაა ახლა დასავლეთში, სტრონგ მენი დემოკრატიასთან რამდენად თავსებადია. პროცედურულ დემოკრატიასთან, ნამდვილად არა. მაგრამ ამ დავაში იმასაც ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი, სადაც სტრონგ მენი არაა, ყველგან რუსული ფულის მქონე ოლიგარქი მოვიდა და რაის პროცედურული თუ სხვა დემოკრატია, რაის სტრონგ მენი თავის მუშტების ბრახუნით და ოპოზიციის მიტინგებით, – ყველგან ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. ასე რომ, ღირს, ჩვენც ვიფიქროთ ამ დიქოტომიაზე და კრიზისების ქვეყანაში ძლიერი და გამბედავი კრიზისმენეჯერების საჭიროებაზე. მენეჯერების. ბელადები არ მითქვამს. არც მიგულისხმია.
ps ხო, მართლა, სააკაშვილს რომ ნორმალური სასამართლო აეშენებინა (საბოლოოდ, ეს მისი მთავარი შეცდომა აღმოჩნდა, ჩემი აზრით) და ძლიერი და გავლენიანი ოპოზიცია ყოლოდა (რომლის გაჩენა, ანუ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია ნაცების მიერ არათუ ხელშეწყობილი, მნიშვნელოვნად ხელშეშლილი იყო. ესეც მნიშვნელობით მეორე შეცდომა. ასევე ჩემი აზრით), კი ვიქნებოდით საწიგნე მაგალითი, რომ სტრონგმენები მშვენივრად თავსებადია დემოკრატიასთან.“– წერს გვარამია.