დედაქალაქის მერს დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს,კახა კალაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან არაფერი იცის.
“რა გავაკეთო ახლა, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები, -განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გადაწყდა, რომ საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
“ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ წესები ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც საჭიროა იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.