ნიკა გვარამიას “მთავარი არხი“, რომელიც მან რუსთავი2–დან წამოსვლის შემდეგ შექმნა ეთერში ორშაბათს გადის. არხი იბერიას ყოფილი შენობიდან იწყებს მაუწყებლობას, სადაც ახალი ნიუსრუმი უკვე მზად არის. სტუდიები კი მზადების პროცესშია.
“მთავარ არხზე“ რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი შემადგენლობა გადავიდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეა. გიორგი გაბუნია კვლავ წაიყვანს შაბათის შემაჯამებელ გადაცემას, თუმცა მას პოსკრიპტუმის მაგივრად პოსტფაქტუმ ერქმევა. არხზე იქნება პოლიტიკური თოქ–შოუებიც, გარდა ამისა ნანუკეს შოუ შეცვლილი ფორმატით და ვანო ჯავახიშვილის შოუ, რომელმაც რუსთავი2 დატოვა და მთავარ არხზე გადავიდა. ჯერჯერობით არხის ზუსტი ბადე უცნობია. თუმცა, ცნობილია ის, რომ არხი 9 სექტემბერს 21 საათზე საინფორმაციო გამოშვებით გავა ეთერში, რომელსაც “მთავარი“ ქვია.