“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი დილიდან შემოღობილი პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა და ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. ხაბეიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დოკუმენტაცია არ არსებობს, ამიტომ გაურკვეველია რა სამუაშოებს ატარებს დედაქალაქის მერია.
“კალაძე არაადეკვატურ მდგომარეობაშია, ღორე რომ აქვს შემოვლებული შენობას, არანაირი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი რა სამუშაოები მიმდინარეობს, ტენდერში მსგავსი ხელშეკრულება არ იძებნება. რატომ არ არის ბანერი გამოტანილი რომელი კომპანია ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, როდის უნდა დასრულდეს, რის გამო დაიწყო რეაბილიტაცია, რა ნახეს აქ დაზიანებული”-აცხადებს ხაბეიშვილი.