დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშისროება არ არსებობს.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა, თუ როდის უნდა მიმართონ პაციენტებმა ექიმს.
საგანგებო ბრიფინგზე პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივი B კატეგორიის გრიპის ვირუსთან, რომელიც ყოველ ზამთარს ცირკულირებს.
„ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 190 შემთხვევა გვაქვს. არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მთავარია, რომ ადამიანმა არ დაუშვას სიტუაციის გართულება. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი დღის განმავლობაში, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს. როდესაც ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფი წარმომადგენელი, რომელიც გვიან მიმართავს ექიმს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ H1N1 გრიპის ვირუსით ბოლო ორ კვირაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში მიმართვიანობა დაგვიანებული იყო და პაციენტებს აღენიშნებოდათ თანმდევი ქრონიკული დაავადება.