“რაც ლევან კობერიძემ უმრავლესობა დატოვა, მის ეზოში 7 წლის განმავლობაში პირველად აყვავდა ნუში“–გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე უმრავლესობიდან ლევან კობერიძის გასვლა ფეისბუქ გვერდზე სტატუსს უძღვნის:

“საოცარი ამბავი მომხდარა თბილისის ერთ-ერთ უბანში.

ყველას გვახსოვს დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ამბავი. მას შემდეგ, რაც მან დატოვა ”ქართული ოცნება”, განსაკუთრებული სითბოთი დაუწყეს მისალმება მეზობლებმა, ხოლო მის ძაღს მეზობლის ძაღლებმა და კატებმა.
არანაკლები სასწაული მომხდარა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. თურმე, მის ეზოში, შვიდი წლის განმავლობაში პირველად აყვავდა ნუშის ხე.
წინ კიდევ ბევრი საოცრება გველოდება“ –წერს გოცირიძე