რაც უფრო მდიდარია ქვეყანა მით ნაკლები ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებით. მეცნიერების კვლევა

მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები როგორც წესი, ავტომობილებს ფლობენ და ხშირად იყენებენ მათ. მათი ქალაქები ბევრად უფრო დიდია და წასასვლელი ადგილიც ბევრია – კინოთეატრები, რესტორნები, სხვადასხვა გაკვეთილები შვილებისთვის და ა.შ. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ბევრი ადამიანი ასფალტირებული გზისგან მრავალი მილის დაშორებით ცხოვრობს და იქ ველოსიპედიც კი სტატუსის სიმბოლოდ ითვლება. ამგვარად, შეიძლება იფიქროთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი მდიდარ ქვეყნებში უფრო მაღალია, თუმცა რეალობა სრულიად პირიქით არის. რამდენიმე უცნაური გამონაკლისის გარდა, ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა წილი ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ყველაზე დაბალია. გამონაკლისი მხოლოდ მდიდარი არაბული ქვეყნებია.

ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტმა – Health Metrics and Evaluation (IHME) შეისწავლა ყოველ ქვეყანაში ავარიის შედეგად გარაცვლილთა მონაცემები და საშუალო მაჩვენებელი გამოიყვანა კარგი მაჩვენებელი აქვს ამერიკას და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. სომალი და მისი მსგავსი ქვეყნები კი უფრო რთული გამოსაკვლევი აღმოჩნდა, რადგან იქ დაზუსტებული სტატისტიკა არ არსებობს და ყველაზე ღარიბი და ქაოტური ქვეყნები ძნელი შესასწავლია, თუმცა მკვლევარები შეეცადნენ ზოგადი სურათი მაინც შეექმნათ საკუთარი წყაროების დახმარებით. მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყოველწლიურად გზებზე გარდაცვალების მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 76 ადამიანია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავს ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 43–დან 99–მდე მერყეობს.