“რაღაც ძალიან მოდაში ვარ მოსკოვში, ეს თვითმარქვიები კი ლეიტენანტი შმიდტის შვილებით მომრავლდნენ. თანაც ამაზე ალბათ ფულსაც აკეთებენ. ვის მივმართო პროცენტების მისაღებად?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რუსულ და უკრაინულ ენებზე და იმ სტატიის ლინკს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ ცნობილი მოდელი, ელენა ბურჩაკი, რომელსაც მედია მიხეილ სააკაშვილის საყვარელს უწოდებს, მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
ტელეგრამ არხის, 112–ის ინფორმაციით ?7 წლის მოდელი დიდი სისწრაფით მიდიოდა და რენჯ როვერს შეეჯახა. შემთხვევა მინსკის შოსეს 23–ე კილომეტრზე მოხდა. მომხდარის შემდეგ გოგონამ განაცხადა, რომ საჭესთან ცუდად გახდა, თუმცა ექიმებს არ დაელოდა და ავარიის ადგილი დაცვასთან ერთად დატოვა.
ამავე სტატიაში, რომლის ლინკსაც თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს, საუბარია, რომ 2018 წელს რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საყვარლების გრძელი სია, რომელშიც ბურჩაკიც აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი თითქოს კიევში ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს, რომანი კი ესემეს მიმოწერით დაიწყო.
მოგვიანებით ელენამ ეს ჭორები საჯაროდ გამოიტანა და რუსული მედიას კომენტარებიც მისცა. ის ყვებოდა თითქოსდა “მიშას ნათქვამ“ სხვადასხვა პოლიტიკურ საიდუმლოებებს და მონათხრობს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსების შესახებ.