რატომ არის იტალიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი: რამდენიმე ახალი ვერსია

ყველაზე მძიმე დარტყმა კორონავირუსის ეპიდემიამ იტალიას მიაყენა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 8,215 ადამიანი, დაინფიცირებულია 80,589. გარდაცვლილთა რიცხვი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჩინეთში. თანაც, ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს ითვალისწინებს. რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. რატომ განვითარდა ეპიდემია ასეთი ტრაგიკული შედეგებით მაინცდამაინც იტალიაში.

“კორონავირუსით გარდაცვლილ ყოველ ადამიანზე მოდის კიდევ სამი ადამიანი, რომელიც პნევმონიისგან საკუთარ სახლში, ყოველგვარი ტესტების გარეშე გარდაიცვალა “–განაცხადა ქალაქ ბერგამოს მერმა, ჯორჯო გორიმ.

ბოლო დღეებში ამ პროვინციაში თითქოს ეპიდემიის ოფიციალური ზრდა ოდნავ შენელდა, თუმცა იტალიის ექიმთა ფედერაციის პრეს მდივნის, პაოლა პედრინის თქმით, რეალობაში საქმე ბევრად ცუდად არის.

“დაინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევათა სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ უბრალოდ ტესტით არც კი ამოწმებენ. თუ პირველ კვირებში ჩვენ ვთვლიდით, რომ რეალური შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი იყო, ახლა ეჭვიც არ გვეპარება, რომ რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე ათჯერ მეტია.“– ამბობს ის.

თუ ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიაში შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიო მაჩვენებელსაც კი აღემატებოდეს და მილიონს უახლოვდებოდეს.

რატომ განვითარდა ეპიდემია ასე ფართოდ სწორედ იტალიაში, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ერთმანეთს არ გამორიცხავს, და პირიქით,  ავსებს.

ფარული ეპიდემია: ვირუსი ინკოგნიტო

Covid 19-ის დიაგნოზი იტალიაში პირველად 20 თებერვალს, ლომბარდიის ქალაქ კოდონიოში დასვეს. იმ მომენტისთვის მთელ მსოლიოში კორონავირუსით დაავადებული დაახლოებით 70 000 ადამიანი იყო. მათგან 90% ჩინეთში.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს გადააჭარბა. 4000–ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

ასეთი მკვეთრი მატების ახსნა 20 მარტს იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა სცადა. მათ მიერ ჩატარებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი დიაგნოზის დასმის მომენტისთვის სინამდვილეში ახალი კორონავირუსი ლომბარდიის ქალაქების უმრავლესობაში უკვე მოდებული იყო, თუმცა “ინკოგნიტოდ“ და მის შესახებ არავინ იცოდა. მისი ყოველი მატარებელი კი მინიმუმ 3 ჯანმრთელ ადამიანს აავადებდა.

გამოკვლეულ პაციენტთ საშუალო ასაკი 69 წელია, თუმცა მათ შორის იყო ერთი თვის ჩვილიც, და 101 წლის ქალიც. ჰოსპიტალიზაცია დაავადებულთა თითქმის ნახევარს დაჭირდა, საიდანაც ყოველი მეხუთა მოგვიანებით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

გამოქვეყნებული კვლევის ავტორების აზრით სინამდვილეში ვირუსის აფეთქება 20 თებერვალზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

ფილადელფიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, ენრიკო ბუჩი უფრო ზუსტ ადრეულ ქრონოლოგიას გვთავაზობს. მისი თქმით იტალიაში COvid19 დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს.

თავისი არგუმენტები ბუჩიმ პირველი დიაგნოზის დასმიდან მალევე სამეცნიერო ბლოგში ჩამოაყალიბა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დეკემბრის ბოლო კვირას ქალაქ პიაჩენცაში, კოდონიოდან სულ რამდენიმე კილომეტრში ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40 პაციენტი ფილტვების ანთებით. ამის შესახებ უკვე მაშინ გაოცებით წერდა ადგილობრივი პრესა.

თებერვლის ბოლოსთვის ამ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რამაც ბუჩის ეჭვები დაადასტურა: ამ ადამიანებმა კორონავირუსი ჯერ კიდევ მაშინ გადაიტანეს, როცა ჯანმოს მისთვის ჯერ სახელწოდებაც კი არ ქონდა მინიჭებული.

იმ მომენტისთვის, როცა იტალიაში ეპიდემია ოფიციალურად აფეთქდა, სინამდვილეში ის შეუმჩნევლად უკვე ორი თვის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული.

ზუსტად როდის შევიდა იტალიაში ახალი კორონავირუსი უცნობია. გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ქვეყანაში ჩინეთიდან ჩავიდა.არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვირუსი სწორედ დეკემბრის დასაწყისში ან შუა პერიოდში შევიდა. თუმცა, იტალიაში ვირუსი აშკარად ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა.

ბოლო წლებში იტალიაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპით სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში (65+) ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

გასული წლის ნოემბერში იტალიელ ექიმთა ჯგუფმა გამოთვალა, რომ 2013–დან 2017 წლებში გრიპის ეპიდემიას ქვეყანაში თითქმის 70 000ადამიანი ემსხვერპლა “ნორმის ზევით“.

2016 –2017 წლების ზამთარში იტალიაში გრიპით გარდაცვლილთა სიკვდილიანობამ 100 000 მოქალაქეზე 40–ს გადააჭარბა. შედარებისთვის: საშუალო სიკვდილიანობა მკერდის ან პროსტატის კიბოთი მსოფლიოში 100 000 ადამიანზე 10–ს შეადგენს, მალარიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ოცია, ტუბერკულოზის შემთხვევაში 25, შიდსის შემთხვევაში – 44. ამ ყველაფერს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს.

პირველ რიგში, მოსახლეობის ასაკი. მკვლევარები თვლიან, რომ იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს არ შეიძლება მოულოდნელი ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ იტალიაში მცხოვრებ ხანდაზმულ, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს. თუ იტალიელ პაციენტთა ასაკი 63 წელია, მაგალითად გერმანიაში ეს ასაკი 45–ს შეადგენს.

მეორე შესაძლო მიზეზი იტალიის მიერ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარებაა. ეს პრეპარატები ვირუსებზე არ მოქმედებს, თუმცა რეზისტენტული ინფექციების გაჩენას უწყობს ხელს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმედ დაავადებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ. სტატისტიკის მიხედვით, იტალიელები საშუალოდ ერთნახევარჯერ მეტ ანტიბიოტიკებს მოიხმარენ, ვიდრე ევროკავშირის სხვა მაცხოვრებლები. იტალელი ფერმერები ცხოველებისთვის ორჯერ მეტ ანტიბიოტიკს იყენებენ, ვიდრე დანარჩენ ევროკავშირში.

გასაოცარი არ არის, რომ რეზისტენტული ინფექციები იტალიურ საავადმყოფოებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

მთლიანობაში, როგორც უკვე გითხარით, იტალიაში კორონავირუსის მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დაეცა.

ეპიდემიის ფართო გავრცელებას კი ბევრი ექსპერტის აზრით ძალიან შეუწყო ხელი საფეხბურთო მატჩმა, რომელიც 19 თებერვალს მილანში გაიმართა. თამაშზე ბერგამოდან თითქმის 50 000 მაყურებელი ჩავიდა , მათგან უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პირველ იტალიელ პაციენტს ალზანო ლომბარდოს კორონავირუსის დიაგნოზი სწორედ მატჩის მეორე დღეს დაუსვეს.

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს დავით დაუთაშვილს, რომელიც "ქართული ოცნების"...

სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის – კალაძე მელიაზე

"სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის"- ეს განცხადება,  თბილისის მერმა, კახა...

მე ასე არ მოვიქცეოდი – გიგა ბოკერია ნიკა მელიაზე

"მე ასე არ მოვიქცეოდი"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში...

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან – ღარიბაშვილი

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან" - ირაკლი ღარიბაშვილი...

დიპლომატების თხოვნა იყო, ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას – მელია

"დიპლომატების თხოვნა იყო, ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას "- ეს განცხადება, ენმ-ის თავჯდომარემ,...

კობახიძემ მოგვიწოდა რომ დავშლილიყავით – ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ მელიას აღარ დახვდებიან

''კობახიძემ მოგვიწოდა რომ დავშლილიყავით" - ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის...

დედის გინება გამოსტყუა ამ გაწონასწორებელ ადამიანს – მდინარაძე მელიაზე

"თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად...

რთული იყო პროვოკაციის მოთმენა, ბოდიში ჩემი სიტყვებისთვის – კობახიძე

"დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...