დაპირისპირება რესპუბლიკის მოედანზე- თბილისის მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეებს ყრიან.
გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ მთავრობის სასახლესთან გადასვლა სთხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, მერიისგან მათ გარევაჭრობაზე თანხმობა ჰქონდათ , თუმცა მოულოდნელად განუცხადეს, რომ ისინი სხვაგან უნდა გადავიდნენ.
„ესეთი სამარცხვინო საქციელი, რომელსაც კადრულობს ივანიშვილი კალაძესთან ერთად მე არ მახსოვს არცერთი ხელისუფლების პირობებში. ახალ წელს ამ ადამიანებს შიმშილისთვის სწირავენ და აყენებენ არჩევანის წინაშე, რომ ან საკუთარი შვილები შიმშილს გადაარჩინონ ან შეირცხვინონ თავი შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის წინაშე. როგორც კი ნახეს, რომ დახლები რომლებიც დაიდგა სისხლის და დარბევის ხარჯზე პარლამენტთან, ისინი თავისი ნებით აღარ წავიდნენ. ამ არჩევანს არ აკეთებენ და არ კადრულობენ, რომ სხვისი უბედურებით, სხვისი სიკვდილის ხარჯზე იცხოვრონ, როგორც ამას აკეთებს კალაძე, ივანიშვილი და მათი მონები“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.