ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი აპირებს გამოაცხადოს, რომ მომავალ წელს ლონდონი გააგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას – მინიმუმ იგივე (და შესაძლოა მეტი) მოცულობით, ვიდრე ახლა.
ამის შესახებ Reuters იტყობინება, რომელმაც წაიკითხა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პროექტი, რომელიც ორშაბათს შედგება.
სუნაკი აპირებს კონკურენცია გაუწიოს კონკურენტ სახელმწიფოებს „არა ლამაზი სიტყვებით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით“.
ბრიტანეთის მიერ კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობაზე იმანაც კი არ იმოქმედა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში უკვე სამი ლიდერი შეიცვალა: ლიზ ტრასმა, რომელიც მთავრობას ბორის ჯონსონის სკანდალური გადადგომის შემდეგ ხელმძღვანელობდა, პოსტზე 50 დღეზე მეტი ვერ გაძლო. ამის შემდეგ მისი ადგილი რიში სუნაკმა დაიკავა, რომელმაც მანამდე 2 თვით ადრე ლიზ ტრასთან არჩევნები წააგო.