პენტაგონი ამერიკულ ფირმა Raytheon Technologies-ს 1,2 მილიარდი დოლარის კონტრაქტს უფორმებს NASAMS-ის (National Advanced Surface-to-Air Missile Systems) 6 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება.
ამის შესახებ Reuters-ი კარგად ინფორმირებულ წყაროზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომელსაც სააგენტოს ჟურნალისტები გაეცნენ.
აშშ-ს ხელისუფლებამ უკრაინისთვის ჯამში რვა NASAMS სისტემის გადაცემა დაამტკიცა.
ორი ასეთი სისტემა უკვე უკრაინაშია.
NASAMS არის მოკლე და საშუალო დიაპაზონის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე საჰაერო სამიზნეების დასაძლევად. მას შეუძლია გაანადგუროს თვითმფრინავები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, დრონები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა საჰაერო სამიზნეები.
კომპლექსი შეიმუშავეს ნორვეგიულმა კომპანიამ Kongsberg Defense & Aerospace-მ და ამერიკულმა კომპანია Raytheon Technologies-მა.
NASAMS–ის კომპლექსები ძვირი, მაგრამ ეფექტური და საიმედო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებია.