Reuters/Ipsos-ის კვლევით, ტრამპს ამომრჩევლის 42%, ხოლო ჰარისს 44% უჭერს მხარს

Reuters/Ipsos-ის 22-23 ივლისს ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვის  შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც,  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.

ჰარისს ამერიკელების 44% უჭერს მხარს, ტრამპს – 42%.

გამოკითხვაში მონაწილეობა აშშ-ს 1,241-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველია.

Reuters/Ipsos-ის წინა კვლევაში, 15-16 ივლისს, ჰარისს და ტრამპს 44%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ, ხოლო თვის დასაწყისში რესპუბლიკელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ერთი პროცენტით უსწრებდა.

Reuters აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს მნიშვნელოვან ტენდენციებს ამერიკის მოსახლეობაში, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ჩვეულებრივ წყდება რამდენიმე საკვანძო შტატში, რომლებიც მუდმივად მერყევი არიან.