Reuters: ვაგნერელებმა ვორონეჟის ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლი დაამყარეს

ვორონეჟში ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა აიღეს კონტროლი ყველა სამხედრო ობიექტზე, იუწყება Reuters რუსული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით.ამ ინფორმაციის სხვა დადასტურება არ არსებობს. მანამდე ვორონეჟის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული მოსკოვში და მოსკოვის რეგიონში.
ამის შესახებ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება.