საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი „სუხიშვილების“ ონლაინ საცეკვაო გაკვეთილების შესახებ აქვეყნებს სტატიას და სიუჟეტსაც ურთავს.
„საქართველოს ნაციონალური ბალეტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკ საცეკვაო ანსამბლი, ბავშვებს ონლაინ ამეცადინებს მას შემდეგ, რაც ანსამბლის პოპულარული საბავშვო სტუდიები კორონავირუსის გამო დაიხურა.
დაახლოებით 5000 მცირეწლოვანი და თინეიჯერი, ვინც ცეკვის გაკვეთილებს, სულ მცირე, კვირაში სამჯერ ესწრებოდა, რეგულარული რეპეტიციების გარეშე დარჩა. ნაციონალური ცეკვა საქართელოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევა და მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია.”- წერია Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„ჩენ გადავედით ონლაინ გაკვეთილებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოს გარშემო, ვისაც მოსწონს ქართული ცეკვა და უნდა მისი შესწავლა“, აღნიშნავს ნინო სუხიშვილი Reuters-თან საუბრისას.