გარდაიცვალა კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე . გარდაცვალების სავარაუდოდ მიზეზი გულის შეტევაა. რეჟისორი ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, როცა შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. რეჟისორი 53 წლის იყო.
“მანდარინები”, “სამი სახლი”, “ცხელი ძაღლი”, “ბოლო გასეირნება”, “დარჩი ჩემთან”, “აქ თენდება”, “აღსარება” – ეს არის მის მიერ გადაღებული ფილმების ჩამონათვალი.
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოდა. იგი მოკლე სიაშიც მოხვდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა.
რეჟისორი სხვადასხვა წლებში ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს კინოაკადემიას ხელმძღვანელობდა.