26 თებერვალს, Ria Novost-ის საიტზე, დილის 08:01 საათზე, შეცდომით გამოქვეყნდა სტატია სადაც რუსეთმა უკრაინაზე გაიმარჯვა. აღნიშნული სტატია მალევე წაიშალა ვებ-გვერდიდან თუმცა, ყველაფერი, რაც ინტერნეტში იწერება სამუდამოდ რჩება. Google-ის ქეშმა შეინახა ინფორმაცია გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით საიდანაც ცნობილი ხდება რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 დღის თავზე, რუსეთი უკრაინაზე გამარჯვებას ზეიმობს. “ახლა ეს პრობლემა გაქრა – უკრაინა რუსეთს დაუბრუნდა. “- ნათქვამია სტატიაში რომელიც ახლა ინტერნეტში აღარ იძებნება.
რუსეთი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაზე გამარჯვებას 2 დღეში მოიპოვებდა რომ გამოცემამ სტატია ავტო-გამოქვეყნებაზე დააყენა თუმცა მოხსნა დაავიწყდათ.
”ახლა ეს პრობლემა გაქრა – უკრაინა რუსეთს დაუბრუნდა. ეს არ ნიშნავს, რომ მისი სახელმწიფოებრიობა ლიკვიდირებულია, მაგრამ მოხდება მისი რეორგანიზაცია, აღდგენის და რუსული სამყაროს ნაწილის ბუნებრივ მდგომარეობას დაბრუნება. რა საზღვრებში, რა ფორმით დაფიქსირდება რუსეთთან ალიანსი (CSTO-ს და ევრაზიული კავშირის ან რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს მეშვეობით)? ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც უკრაინის ისტორიაში დასასრული იქნება ანტირუსულად. ყოველ შემთხვევაში, რუსი ხალხის განხეთქილების პერიოდი დასასრულს უახლოვდება.
იწყება მომავალი ახალი ეპოქის მეორე განზომილება – ეს ეხება რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან. რუსეთი კი არა, რუსული სამყარო, ანუ სამი სახელმწიფო, რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა, რომლებიც მოქმედებენ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც ერთი მთლიანობა. ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა – დასავლეთი ხედავს რუსეთის დაბრუნებას თავის ისტორიულ საზღვრებზე ევროპაში. ახლა აღშფოთებულები არიან თუმცა სულის სიღრმეში უნდა აღიარონ საკუთარ თავებთან რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა.
ვინმეს სერიოზულად სჯეროდა ევროპის ძველ დედაქალაქებში, პარიზსა და ბერლინში, რომ მოსკოვი კიევს დათმობდა? რომ რუსები სამუდამოდ გახლეჩილი ერი იქნებოდა? დავივიწყოთ, რომ ევროპის გაერთიანება მხოლოდ გერმანიის გაერთიანების წყალობით გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის (თუმცა არც თუ ისე ჭკვიანი) ნების მიხედვით მოხდა.”- ნათქვამია ავტომატურად გამოქვეყნებულ და ახლა უკვე წაშლილ სტატიაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.