“რიგგარეშე პროპორციული არჩევნების მოთხოვნას უერთდება მთელი ოპოზიცია” – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების მოთხოვნას მთელი ოპოზიცია უერთდება.

“ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები და ეს არის მოთხოვნა ამ აქციის ორგანიზატორების. მთელი ოპოზიცია უერთდება ამ მოთხოვნას. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე იქნება სხვადასხვა ფორმის პერმანენტული, მწვავე აქციები. ბერკეტი არის ერთადერთი – საზოგადოების ძალიან ლეგიტიმური, ოღონდ ძალიან აგრესიული საპროტესტო აქციების წნეხი. ეს არჩევანი ივანიშვილმა გააკეთა”- თქვა ბოკერიამ.