“რისი შემცვლელი ხართ?6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით?”-გოგიჩაიშვილი შოთაძეს (ვიდეო)

“6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით?”-დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს მიმართა.

“ჩემს გამოსვლაში სინაზის კომპონენტი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვირჩევთ გენერალურ პროკურორს და არ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანას, რასაც თქვენ გვთავაზობთ, ჩვენ გვჭირდება პასუხები, ადამიანი უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი, ასე რომ ვთქვათ სახელმწიფოს მახვილი და არა ინტერესჯგუფის პროკურორი.

როგორ იფუთება ეს კანდიდატი, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში ხართ თქვენ მთავარი გმირი? ყველანი ვზრახავთ 9-წლიან რეჟიმს. 6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით? შემთხვევით ადეიშვილის პროკურატურაში ხო არ მუშაობდით? ამ ხალხზე რომ საუბრობთ ის ხალხი არ იყო თქვენი დავალების მომცემი”-მიმართა გოგიჩაიშვილმა.