ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტში 29 დეკემბერს შემოვა


{{ARTICLEIMAGE}}
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO ბათუმის პორტში 29 დეკემბერს შემოვა. დახვედრის ცერემონიალი 11 საათზე მე-10-ე ნავმისადგომზე გაიმართება. ხომალდი ბათუმს კი 30 დეკემბერს დატოვებს.


“ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას,”- ამბობენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.