როცა ადამიანი არღვევს კანონს და ამას განზრახ აკეთებს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს-ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ  კომენტარი გააკეთა.

„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი. ადამიანმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელი  არ უნდა დარჩეს. რაც სამწუხაროა,  რომ  სიტუაციის პოლიტიზირება ხდება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, ეს განცხადება დაკავებული ექიმის საქმეზე დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია.